27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი - გიორგი ვოლსკი

ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად იყო მიღებული და ის დამატებით დამუშავებას საჭიროებს. მოსაზრებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ვენეციის კომისიამ "ტვიტერზე" უცნაური ფორმით გამოაქვეყნა მოსაზრება, რადგან ბმულზე გადასვლის შემდეგ საუბარია სხვა კანონპროექტთან, კონკრეტულად სასამართლოს კანონთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში არგუმენტაცია არ არსებობს, რატომ არ უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონი. მმართველი პარტიაში იმედოვნებენ, რომ საშემოდგომო სესიაზე, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონპროექტს მიიღებს.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა Twitter-ზე გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რაზედაც პრინციპული შენიშვნები არ ჰქონია. ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ. არ არის სამართლებრივი არგუმენტაცია, იქ წერია რომ არის ნაჩქარევად განხილული, მაშინ როდესაც მარტის თვიდან ამ თემაზე მიდის კონსულტაციები სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობოების, ექსპერტების მონაწილეობით და არცერთი შენიშვნა არც მაშინ და არც ახლა ჩვენ არ გვსმენია, არანაირი შენიშვნა, მათ შორის არც პრეზიდენტის ვეტოს დასაბუთებაში, სამართლებრივი საკითხი არ ფიგურირებს," - აცხადებს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემიხეილ სარჯველაძეც აცხადებს, რომ სამართლებრივი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ არ არსებობს და შენიშვნები მისი მიღების ვადებთან დაკავშირებითაა, რასაც ასევე არ ეთანხმება მმართველი გუნდი.

დღის ამბები