27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
მორიგი დახმარება უკრაინას - პენტაგონი ომში მყოფი ქვეყნისთვის $182 მლნ ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS -ს შეიძენს

მორიგი დახმარება უკრაინას - პენტაგონი ომში მყოფი ქვეყნისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ს შეიძენს. საუბარია 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე. ადრესატისთვის მიწოდების ბოლო ვადა 2024 წლის 23 აგვისტოა. თავდაცვის უწყებამ ამერიკულ კომპანია "რეითეონთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით, სხვადასხვა ტიპის იარაღის, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს.

უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს გაერთიანებული სამეფოც - ინფორმაციას მედია საშუალებები ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დღის ამბები