ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი კალიფორნიის შტატის სამხრეთით, სან გაბრიელის მთებში არსებულ ეროვნულ ტყეს უკიდია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ 40 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ავიაიაც. მედიის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს არსებულ ელექტრო გადამცემ ხაზებს საფრთხე ემუქრება. რის შედეგადაც შესაძლოა მოსახლეობის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩეს.