27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
უნგრეთში ორი რუსული ბირთვული რეაქტორი აშენდება

უნგრეთში ორი რუსული ბირთვული რეაქტორი აშენდება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს. საერთაშორისო მედია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა და მიზნად, პაკშის ბირთვულ ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ბირთვულ სფეროზე.

დღის ამბები