"მოდი დავიკარგოთ ვიზეართან ერთად" - დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მიზანი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის პოპულარიზაციაა.
20-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ინფლუენსერების საინტერესო და დატვირთული სამი დღის პირველი გაჩერება ბაგრატის ტაძარია. შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძრის მონახულების შემდეგ, სტუმრებმა ქუთაისის ქუჩებში გადაინაცვლეს და ტურისტული ლოკაციები მოინახულეს.
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა, ავიაკომპანია "ვიზეარსა" და მის შვილობილ კომპანიას ეკუთვნის.
საკუთარი თვალით ნანახზე საქართველოს სტუმრებმა მსოფლიოს უნდა უამბონ - ბლოგერებსა და ინფლუენსერებს, სხვადასხვა პლატფორმაზე თვალს, ჯამში 30 მილიონი გამომწერი ადევნებს.
ავტორი: იზი ბურნაძე