27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე - ირაკლი ქადაგიშვილი ინტერპელაციის მექანიზმის შესახებ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს, 12 პუნქტთან დაკავშირებით მხარეებმა კონკრეტულ და მთავარ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ანუ რეკომენდაციაა, გაიზარდოს ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენების რაოდენობა.

"იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ეს ისედაც ძალიან მაღალი ვალდებულებები იყო. ანუ რეკომენდაცია არის ასეთი, რომ გაიზარდოს ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენების რაოდენობა. არის აგრეთვე ის, რომ გამკაცრდება და პროაქტიული გახდება საპარლამენტო კონტროლი ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის დეპუტატის შეკითხვა. ამავდროულად, მოხდება რა თქმა უნდა, კონტროლის გამკაცრება თანამდებობის პირის სავალდებულო გამოცხადებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა. 

"საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურობა არის უმნიშვნელოვანესი, რათა გარდა იმ პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია პრიორიტეტული საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, დღეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვფიქრობ, რო საკმაოდ კონსტრუქციულად ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, ვინაიდან, კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს ის მექანიზმები, რომელიც საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით გვაქვს პარლამენტის რეგლამენტში და ვფიქრობ, ეს სამუშაო პროცესი იქნება საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტური," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები