27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ბრიტანეთის და საფრანგეთის ურთიერთობები სერიოზულ პრობლემებამდე მიდის თუ ქვეყნებს მკაფიოდ არ შეუძლიათ განაცხადონ მეგობრები არიან თუ მტრები - მაკრონი

გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ურთიერთობები სერიოზულ პრობლემებამდე მიდის თუ ქვეყნებს მკაფიოდ არ შეუძლიათ განაცხადონ მეგობრები არიან თუ მტრები - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერობის კანდიდატის ლიზ ტრასის საპასუხოდ გააკეთა.

ტრასს ჰკითხეს საფრანგეთს მეგობრად თვლიდა თუ მტრად, რაზეც ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს. მოგვიანებით ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ბორის ჯონსონის ფავორიტი ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს ახლო მოკავშირე საფრანგეთთან ურთიერთობების დაზიანებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები