ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ- ერთი ბინიდან გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
"ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. მიუხედავად იმისა რომ მაშველების ნაწილი ბორჯომში ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, დარჩენილი ძალებით ეს შევძელით. ადამიანები გამოვიყვანეთ ბინებიდან, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის და არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირვებია ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება ოთხი სახანძრო მანქანა," - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.