ბორჯომში ხანძრის კერების რაოდენობამ იკლო, შემცირებულია დაკვამლიანებაც. სამაშველო ოპერაცია უკვე მეშვიდე დღეა შეუჩერებლად გრძელდება. დილიდან განაახლა მუშაობა ავიაციამ, მათ ათეულობით გაფრენა შეასრულეს სტიქიის ზონაში. ადგილზე მუშაობს 1200-მდე ცოცხალი ძალა, მათ შორის შსს, თავდაცვის სამინისტროსა და საგანგენო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
ხეობაში ისევ არის ქარი, რის გამოც ცეცხლის გაღვივების რისკი არ იხსნება. ამინდის მიუხედავად ამ დრომდე ხანძრის არეალი არ გაფართოებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დაკვამლიანება მნიშვნელოვნად შემცირებულია მიმდებარე სოფლებში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.
ავტორი: სანდრო სანაია