27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო - რატი იონათამიშვილი 

ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი გზავნილების შეფასებისგან "ქართულ ოცნებაში" თავს იკავებენ, მაგრამ აფასებენ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლის კომენტარებს.

დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ გაკვირვებულები არიან "ისფედის "საკითხზე კელი დეგნანის შეფასებით.

"საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს "სამართლიანმა არჩევნებმა" შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ  ეს მხოლოდ 41-ე დღეს მოხდა და თანაც მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ საზოგადოებას არგუმენტები წარუდგინა. ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა მექანიკური. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, მათ წერილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ჩვენ არ აგვირჩევია ეს საკომუნიკაციო ფორმა,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები