27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი, ენერგეტიკული კრიზისი და მზარდი ინფლაცია - გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა

ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი, ენერგეტიკული კრიზისი და მზარდი ინფლაცია - ეს ის შედეგებია რაც რუსეთის ომმა მსოფლიოს მოუტანა. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის 6 თვის თავზე, ამ საკითხების განსახილველად და პრევენციული ზომების მისაღებად გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა, სადაც გენერალურმა მდივანმა ჩამოთვლილ გამოწვევებთან ერთად ბირთვულ საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება.

სხდომაზე, ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარების გამო.

ზელენსკის სხდომაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა რუსეთი. ვასილი ნებენზიამ საკუთარ გამოსვლაში კიევი კვლავ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

გაერო-ს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, მათ შორისაა საქართველოც.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ექვსი ქვეყნის - ალბანეთის, შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოთხოვნით გაიმართა, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ვითარების ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება მსოფლიო, კატასტროფამდე მიიყვანოს.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაეროში სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია, საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს.

დღის ამბები