წყალდიდობამ პაკისტანში მსხვერპლი გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და შენობები, ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები.
სტიქიის გამო, ასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. ივნისის თვიდან დღემდე პაკისტანში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საცხოვრებელის გარეშე 50 ათასი მოქალაქე დარჩა.