სამხრეთ აფრიკაში საპროტესტო გამოსვლებია. ადგილობრივები რეკორდულ ინფლაციას აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა მთავრობისგან საწვავსა და სურსათზე გაზრდილი ფასების დარეგულირება მოითხოვეს.
"კოვიდ-19"-ის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა. პანდემიის დროს დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა.