27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

პიტერ სიიარტომ აღნიშნულის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას თქვა.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკის გამკაცრების წინადადებაზე. აქ ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიის კანცლერის პოზიციას და არ ვაპირებთ რაიმე გამკაცრებას ან შეზღუდვას," - განაცხადა სიიარტომ.

დღის ამბები