აშშ-ის საელჩოსთან "ვენდის" ახალი რესტორანი გაიხსნა. რესტორანი "ვენდის" ახალი, 2023 წლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიებით, არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა.
ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, "ვენდის" ვიცე-პრეზიდენტი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
ახალი რესტორნის გახსნით დამატებით 60 სამუშაო ადგილი შეიქმნა.