კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.