საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 24 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0104-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8000 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0117-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გაუფასურდა 0.0008-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.2931 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0005-ით გაუფასურდა . ლირის ღირებულება 0.1544 ლარი გახდა.