საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას"ღირსეულ პარტნიორი" უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. პრეზენტაცია "ღირსეული პარტნიორი 2022"-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა.
მან სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. წელს პირველად, სწალებაში მონაწილეობას მიიღებენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული.