27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ყირიმი არის და იქნება უკრაინა, დასავლეთი ვერასდროს მიიღებს ყირიმის მიტაცების ფაქტს - ანჟეი დუდა

მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც სამიტში მონაწილეობას დისტანციურად იღებენ,  სამიტს ადგილზე ესწრება პოლონეთის პრეზიდენტი. როგორც ანჟეი დუდამ გამოსვლისას განაცხადა, დასავლეთის ქვეყნები ვერასდროს შეეგუებიან ყირიმის მიტაცების ფაქტს. ამასთან დუდას თქმით, მსოფლიოს რეაქცია კიდევ უფრო მკაფიო უნდა იყოს რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში:

"ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას. დასავლეთი ვერასდროს მიიღებს ყირიმის მიტაცების ფაქტს. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.

მას შედეგ, რაც უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოს რუსეთი ესხმის თავს, მას შემდეგ, რაც გვახსოვს მარიუპოლი და ბუჩა, რაკეტები ლვოვის, ხარკოვის, კიევის თავზე, ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ იმაზე, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია და დაუბრუნდეს 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას,"- განაცხადა ანჟეი დუდამ.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები