27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ბორჯომში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება- ვითარება სტიქიის ზონაში

მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი ქვაბის ხევის ტყეს უკიდია. უკვე დამწვარია ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი. ამ დროისთვის, ბორჯომში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება. ვითარებას ართულებს მიუვალი ტერიტორია და ძლიერი ქარი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენი და 300 -ზე მეტი მეხანძრე, მაშველებს ეხმარებიან სამხედროები, ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, სადაც სამი მინისტრი იმყოფება.

"ამჟამად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ჩართულია თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, სატყეო სააგენტოს დაახლოებით 160 თანამშრომელია ჩართული პროცესში. მობილიზებულია 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, რაც შეეხება მოსახლეობის საფრთხეს, ამ ეტაპზე ეს არ დგას.

ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ლოკალიზება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ საუბარია ამ ეტაპზე 150 ჰექტარზე, თუმცა დასაზუსტებელია, ვინაიდან კერები არის სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, როცა დასრულდება პროცესი უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება თუ რა მაშტაბზეა საუბარი,"-აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

დღის ამბები