27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
21 წლის ქართველი ტალანტის გზა "დინამოს" აკადემიიდან მარადონას "ნაპოლიმდე" - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს

ნაპოლის გულშემატკივრების ახალი რჩეული - იტალიელი ფანები 21 წლის ქართველის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურ ასპარეზობას, იტალიური პრესაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილია ქართველი გულშემატკივარიც. ქომაგები ამბობენ, რომ კვარას წარმატებული თამაში ნაპოლიში დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე.

მონცას კარში გატანილი ორი გოლით, კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. განსაკუთრებით ეფექტური იყო პირველი გოლი. 35-ე წუთზე კვარადონამ დაახლოებით 25 მეტრიდან, უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, სპალეტიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ნეაპოლიტანურ კლუბს სერია ა -ს საწყის ორ ტურში 6 ქულა, 9 გატანილი და 2 მიღებული ბურთი აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

28 აგვისტოს, იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში ნაპოლი ფლორენციაში ითამაშებს, კვარაცხელია ამჯერად ფიორენტინას კარის აღებას შეეცდება.

დღის ამბები