სერია A-ს მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" დღეს მეორე შეხვედრას ჩაატარებენ. ნეაპოლელები დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, "მონცას" უმასპინძლებენ. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
იტალიური მედიის ცნობით, "მონცას" ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გუნდს კვლავ 4-3-3 სქემით დაუპირისპირდება.
ცნობილი გახდა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავადამსხმელიც არის: "ნაპოლი" – მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.