27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაციის პროცესი სოფელ ოქონასა და სოფელ გრემისხევის მიმდებარედ - ცხელი ხაზი გააქტიურებულია

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონასა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ - "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. აღნიშნულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს", - აცხადებენ სუს-ში.

დღის ამბები