ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში დილით აფეთქებების სერია მოხდა, ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უნიანი" ავრცელებს.
ევპატორიაში მომხდარი აფეთქებები საოკუპაციო რეჟიმმაც დაადასტურა. ყირიმის "მთავრობის ხელმძღვანელმა", სერგეი აკსენოვმა განაცხადა, რომ ქალაქებში საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა. მისივე თქმით, გარდაცვლილები ან დაშავებულები არ არიან.