თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. ამ დღეს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტერიტორიაზე გადაადგილებას ამ დროის განმავლობაში ელოდა. ისინი საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.
"ხალხს ოჯახები ჰყავს დატოვებული და იქ არიან გამოკეტილები. მე წუხელ მთელი ღამე არ მეძინა, რომ ვიცოდი უნდა წამოვსულიყავი. სამი წელია ჩემი შვილი არ მინახავს და რომ უნდა ვნახო," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა. აღნიშნული რეჟიმი კი ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება.