27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
რა ხდება ატომურ ელექტროსადგურში - ზაპოროჟიეში დღეს ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა

გლოვის დღე ომის 177-ე დღეს, ქალაქ ხარკივის მოსახლეობა რუსების მიერ განადგურებული შენობის ნანგრევებში მოყოლილ 21 მოქალაქეს პატივს მიაგებს, თუმცა ეს არ აბრკოლებს რუსეთის ძალებს, რომლებმაც დღეს ქალაქ ხარკივის 3 რაიონზე ,გლოვის დღის მიუხედავად, იერიშები მიიტანეს. დაშავდა ერთი ადამიანი.

დილიდან რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ზაპოროჟიეში. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, რუსები ელექტროსადგურზე პროვოკაციის დაგეგმვას აპირებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები, უახლოეს მომავალში, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეწყვეტას და უკრაინის ენერგოსისტემის ენერგომარაგების საკომუნიკაციო ხაზებიდან გათიშვას გეგმავენ. დღეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალია, სხვა თანამშრომლები ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

ენერგოტაომის ცნობით, ენერგოდარში პროპაგანდისტული გადამღები ჯგუფი მივიდა, რის შემდეგაც ელექტროსადგურზე აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინელების ინფორმაციით ცეცხლი ოკუპანტებმა სასწავლო საწვრთნელი ცენტრის მიმართულებით გახსნეს. თავდასხმა ორი ადგილიდან განხორციელდა - ავტოსადგურიდან და გამშვები არხიდან. სანამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კატასტროფის ადგილად იქცევა უკრაინელები საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო ვოლოდიმირ ზელენსკის, ანტონიო გუტიერეშსა და რეჯეფ ტაეფ ერდოღანს შორის. აღნიშნულ საკითხზე ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს თურქეთის პრეზიდენტი. თავად უკრაინის პრეზიდენტი კი რუსეთს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს რომ არ არსებობს დაბრკოლება რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს სტრატეგიულ ობიექტამდე მისვლაში ხელს შეუშლის.

ერთი გამოგონილი ბრალდება, რომელიც რუსებმა, შესაძლოა, უკრაინელებს წაუყენონ 24 აგვისტოს მარიუპოლში აზოვსტალის მებრძოლების საჯარო გასამართლების ადგილზე თავდასხმაა. სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს იგეგმება უკრაინის მცველების საჯარო სასამართლო პროცესი.

დღის ამბები