27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ოპოზიციის გამიჯვნა ამ პროცესიდან არის, პირველ რიგში, ქვეყნის დამაზიანებელი და არა მმართველი გუნდის - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა პუნქტების სრულფასოვნად შესრულებაზეა ორიენტირებული. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანას აყენებს ზიანს.

"დასხდნენ, იმუშაონ, გააკეთონ. მათ, ნებით თუ უნებლიეთ, მაინც მოუწევთ საკომიტეტო მოსმენებზე იმ პროექტის განხილვა, რომელიც სწორედ იმ სამუშაო ჯგუფებში არის შემუშავებული, სადაც ინკლუზიურობა უზრუნველყოფილია. ჩვენი საქმიანობა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ეს პუნქტები სრულფასოვნად შესრულდეს და ჩვენ დეკემბრის ბოლომდე წარვადგინოთ ევროკომისიასთან ის განაცხადი, რომელიც ასახავს ამ გეგმის შესრულებას. მაშინ, როდესაც ოპოზიციის მსგავსი მოქმედება და გამიჯვნა ამ პროცესიდან არის პირველ რიგში ქვეყნის დამაზიანებელი და არა მმართველი გუნდის, ეს არის იმ პერსპექტივის საწინააღმდეგოდ მოქმედება, რომლის კარიც ევროკავშირმა საქართველოს გაუხსნა და ეს არის პირდაპირი საბოტაჟი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა,"- აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები