"შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც," - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს.
ჯერემი ფლემინგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთიც და უკრაინაც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად ამ შესაძლებლობას იყენებენ.
"პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში," - ამბობს ჯერემი ფლემინგი.