რომან ფიფია მზად არის თბილისის "დინამო" გაასხვისოს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მფლობელმა, გასხვისების პროცესისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ ისაუბრა.
ფიფია ამბობს, რომ ის, რასაც "დინამოსთვის" აკეთებს, საკმარისი არ არის სამომავლო განვითარებისთვის. "დინამოს" პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოდან ინტერესი არავის გამოუხატავს.
თბილისის დინამო რომან ფიფიამ 2011 წელს შეიძინა, მას შემდეგ კლუბმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.