პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აზარტული თამაშების შესახებ კანონი გამკაცრდა.ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, თამაშის უფლება 25 წლამდე ყველა მოქალაქეს შეეზღუდა. უფრო მეტიც, რეგულაციის თანახმად, მოთამაშის "გაშავება" უკვე ოჯახის წევრსაც შეუძლია. მოქმედი კანონის თანახმად, დაგეგმილია კანონის კიდევ უფრო გამკაცრება. ინიციატივიდან 5 თვეში ე.წ შავი სია მილიონ ნახევრამდე გაზრდილი, ანუ აზარტულ თამაშებზე უკვე 1 449 124 ადამიანს აღარ მიუწვდება ხელი.
საკანონმდებლო ცვლილება, გარდა ე.წ. შავის სიის გაფართოებისა, ითვალისწინებს დასაშვებ მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვრის 18-დან 25 წლამდე გაზრდას და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას.
საკანონმდებლო ცვლილებაზე კანონმდებლების გარდა არასამთავრობო სექტორმაც იმუშავა. მესამე სექტორი ახალა მთავარ გამოწვევად მიღებული კანონის აღსრულების მკაცრ ზედამხედველობას მიიჩნევს.
არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების კანონის გვერდის ავლის არაერთი მცდელობა უკვე გამოვლენილი და დაჯარიმებულია. მონიტორინგი კვლავ გრძელდება. აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში კი სამუშაო ჯგუფი პერიოდულად ისევ შეიკრიბება. არ არის გამორიცხული კანონი კიდევ უფრო გამკაცრდეს.