27 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
როგორ ვითარდება ეკოტურიზმი აჭარის რეგიონში - ინფრასტრუქტურული პროექტები მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

როგორ ვითარდება ეკოტურიზმი აჭარის რეგიონში - ინფრასტრუქტურული პროექტები მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მიმდინარეობს სანაპირო ზოლში წყლის ანალიზიც, რათა ტურისტული სეზონის განმავლობაში, დამსვენებლები დაბინძურებული წყლისგან დაცულები იყვნენ. ეკო-ტურიზმის განვითარებისთვის პროექტების დაფინანსება მიმდინარეობს ზემო აჭარაშიც. მხოლოდ ქედაში ამ მიზნით მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

ზაფხულის პერიოდში, ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე ცხელი წერტილი აჭარის რეგიონია. ზღვისპირა ქალაქში, სანაპირო ზოლზე, თავისუფალი ადგილის მოძებნა უკვე ძალიან რთულია. მოგზაურები ბათუმიდან 25 კმ-ში მტირალს ეროვნულ პარკსაც სტუმრობენ, სადაც ტურისტული თავშესაფრისთვის ადგილი შესაბამისად მოწყობილია. ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბრობს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი. ოთარ შამუგია ამბობს, რომ 2023 წელს მთლიანად დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების, ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული სივრცეების განახლებითი სამუშაოები.

ოთარ შამუგია აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც იმყოფებოდა. მინისტრი გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. აღებულმა მასალებმა უნდა აჩვენოს როგორია წყლის ფიზიკო-ქიმიური პარამეტრები. მაგალითად ტემპერატურა, მარილიანობა და მათ შორის, ხსნადი ჟანგბადის რაოდენობის განსაზღვრა. ოთარ შამუგია აკვატორიაში , აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად იმყოფებოდა.

"აჭარის რეგიონში სოფლის განვითარების პროგრამის" ფარგლებში 76 პროექტია დაფინანსებული. მათ შორის ერთი - ერთი "ძმები ავალიანების მარანია". პროგრამის მხარდაჭერით, კომპანიას მიღებული აქვს 1,300,000 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი. ძმები ავალიანების მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თავად მოინახულა და სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომპანიის მიერ შექმნილი და განხორცილებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრი ამბობს, რომ პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულია 7 პროექტი და ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

ოთარ შამუგია აჭარის შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოინახულებს და მათ შორის გარემოს ზედამხედველობით კუთხით განსახორციელებელ საქმეებს გაეცნობა. 

 

დღის ამბები