27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ლაშა ნაკაიძისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო - პოლიციამ "მთავარი არხის" დილის გადაცემის წამყვანი სამი მუხლის საფუძველზე დააკავა

"მთავარი არხის" დილის გადაცემის წამყვანი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება - ლაშა ნაკაიძე პოლიციამ ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობის და მუქარის ბრალდებით დააკავა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.

როგორც ცნობილია, ნაკაიძე დაკავებულია სამი მუხლის საფუძველზე, ესენია: ოჯახური ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალის ოფიციალური გაცნობის დროს, საბრალდებო მუხლების გადაკვალიფიცირება ან დამატება მოხდეს. ეს მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ადვოკატი იზოლატორს დატოვებს. 

ლაშა ნაკაიძისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ადვოკატი იზოლატორში სულ ცოტა ხნის წინ შევიდა. 

ადვოკატ ლალი ბიბილეიშვილის თქმით, მას საათნახევრის წინ დაუკავშირდნენ და ჯერ "მხოლოდ ჭორის დონეზე იცის ყველაფერი". ოჯახის, მისი დაცვის ქვეშ მყოფის და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი, ამ ეტაპზე, ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან თემა სენსიტიურია.

ბრალის ოფიციალური წარდგენის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე დასრულდება, რის შემდეგაც ადვოკატი, სავარაუდოდ, ისაუბრებს ბრალდებულის პოზიციაზე. ამის შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს სხდომა, ლაშა ნაკაიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. 

დღის ამბები