ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში” მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
საელჩოს ინფორმაციით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერის მსურველებს 17-18 აგვისტოს შეუძლიათ საელჩოს ეწვიონ.
„2022 წლის 14 აგვისტოს ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში” მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, სომხეთის რესპუბლიკაში 2022 წლის 17-18 აგვისტოს გამოცხადებულია გლოვა.
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერის მსურველებს 17-18 აგვისტოს (11:00-13:00 საათამდე და14:00-17:00 საათამდე) შეუძლიათ ეწვიონ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გია ტეტელაშვილის ქუჩა № 4," - აღნიშნულია ინფორმაციაში.