27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

"მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება," – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

დღის ამბები