საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 17 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0142-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0048-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გაუფასურდა 0.0046-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.3682 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0008-ით გაუფასურდა . ლირის ღირებულება 0.1560 ლარი გახდა.