27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
საქართველოში ორ კვირაში რთველი იწყება - მევენახეები წელს ყურძნის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან

ორ კვირაში საქართველოში რთველი იწყება, მევენახეები წელს ყურძნის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან, შესაბამისად დიდია პროდუქციის გასაღების მოლოდინიც.

300-ზე მეტი ღვინის კომპანია უკვე მზადაა ფერმერებისგან სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ჩაიბაროს, მინიმალური ფასი კი რქაწითელისა და კახური მწვანის შემთხვევაში 90 თეთრი იქნება. თუკი 2012 წელს მევენახეებმა სულ 52 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, მხოლოდ გასულ წელს მოსავალმა 243 ათასი ტონა შეადგინა.

2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყნაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, მიღებული შემოსავალი კი 250 მლნ აშშ დოლარი იყო.

დღის ამბები