27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ასპროცენტიანია ის ამბავი, რომ ყველაფრის დათმობა შეიძლება სასამართლოს გარდა - ლევან კოჭლოშვილი

ასპროცენტიანია ის ამბავი, რომ ყველაფრის დათმობა შეიძლება სასამართლოს გარდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოძრაობის მიერ, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, "დათმობილი სასამართლო" არის მუდმივი ბერკეტი ქვეყნის წინააღმდეგ.

"ასპროცენტიანია ის ამბავი, რომ ყველაფრის დათმობა შეიძლება სასამართლოს გარდა, რადგან მოსამართლე დანიშნულია მუდმივად და შესაბამისად, "დათმობილი სასამართლო" არის მუდმივი ბერკეტი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, მართლა ქვეყანა ვართ თუ კოლონია? უნდა გამოვფხიზლდეთ!“ - წერს კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები