27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ე.წ სარეკომენდაციო წერილი პრაქტიკულად საჯარო აღიარებაა აშშ-ის საელჩოდან, რომ მათ ნამდვილად აქვთ ინტერესი აკონტროლებდნენ ქართულ მართლმსაჯულებას - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას კვლავ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 

წერილის შინაარსზე ერთ-ერთი თანაავტორი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები იმის მტკიცებულებაა, რომ საელჩო საჯაროდ არის დაინტერესებული, პრაქტიკულად მან შეითავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები:

"ე.წ სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სავალდებულო ხასიათის მითითება, არის პრაქტიკულად საჯარო აღიარება აშშ-ს საელჩოდან, რომ მათ ნამდვილად აქვთ ინტერესი, რომ აკონტროლებდნენ ქართულ მართლმსაჯულებას. ამ ინსტრუქციებში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ უნდა შეიქმნას ესა თუ ის კანონი, უნდა გაუქმდეს ესა თუ ის წესი, უნდა დაინიშნოს უვადოდ ესა თუ ეს მოსამართლე და ა.შ. თავად ეს დამოკიდებულება აჩენს იმის მტკიცებულებას, რომ საელჩო უკვე საჯაროდ არის დაინტერესებული, რომ პრაქტიკულად მან შეითავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, რომელიც მთავარი კონსტიტუციური ორგანო გახლავთ", - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები