27 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ექსპორტის რეკორდული ზრდა და 35 %-ით გაზრდილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვა - რის ხარჯზე ინარჩუნებს ქართული ეკონომიკა ორნიშნა ზრდის მაჩვენებელს

საქართველოში მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასული პროდუქციის ღირებულებამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 35 %-ით გაზრდილია საქართველოს სავაჭრო ბრუნვაც. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი პირველად გადააჭარბა პანდემიამდელ შემოსავალს.

ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ უახლოეს მომავალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება.

ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით ახალი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, მოიმატა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამაც და 2021 წელს, ამ მაჩვენებელმა 1 მილიარდ 241 მილიონი დოლარი შეადგინა.

რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ანალიტიკოსები. მათი შეფასებით ახლა მთავარია სხვადასხვა სფეროებში არსებული ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო დეტალურ ინფორმაციას, ექსპორტის ზრდის მოცულობასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები