როდის წარუდგენენ ბრალს სოფელ არაშენდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 53 წლის მამაკაცს- ის წინასწარი დაკავების იზოლატორში უფლებადამცველმა მოინახულა. ყავდა თუ არა დაკავებულს თანამზრახველები- მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან იაგანაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა რამდენიმე პირმა მიიღო.
"დარწმუნებით ვიცი, რომ განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, გამორიცხულია, თუ რატომ არის გამორიცხული დეტალებზე ამ მომენტში ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, მანამდე გამოძიებას მისცა ჩვენება,"-აცხადებს ადვოკატი შალვა მაჭარაშვილი.
ინფორმაციისთვის: მოკლული 47 წლის ლევან იაგანაშვილის ოჯახის წვერები და ადგილობრივები მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას განიხილავენ. იხსენებენ, რომ იაგანაშვილსა და მის მეზობელ, მალხაზ ჩივიაშვილს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი, ამ მიზეზით ხშირად ხდებოდა. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი, ორი თვის წინ დაიწყო.
მამაკაცს, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა გუშინ მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.