ეგვიპტეში ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ტრაგედია ქალაქ გიზას ეკლესიაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე, ინციდენტამდე 5 ათასამდე მლოცველი იყო შეკრებილი. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებს შორის უმეტესი ბავშვია. პირველადი გამოძიებით, პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს.