ყოფილი საბჭოთა მზვერავი, უკრაინელი ბლოგერი იური შვეცი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს არაკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანდრეი ერმაკი ომანში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს საიდუმლოდ შეხვდა.
ბლოგერი ამბობს, რომ ერმაკს უკრაინის მთავრობაში უფლებამოსილებები უკანონოდ აქვს მითვისებული.
"ომანი არის გარდამტეხი წერტილი უკრაინის თანამედროვე ისტორიაში. ეს არის საიდუმლო შეხვედრა, რომლის შესახებაც მონაწილეებმა ჯერ არ გვითხრეს სიმართლე. მე მას ომანის ერმაკს დავარქმევ, რადგან ეს არის ნაყოფი ომანში ამ საიდუმლო შეხვედრის ყველა რუსული სპეცსამსახურის კურატორთან, ბატონ პატრუშევთან. ის ახორციელებს ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას, რის შედეგადაც ანტიკონსტიტუციური ორგანოები და უკრაინის პრეზიდენტის ოფისი გადაიქცევა უკრაინის ერთგვარ კვაზი სამინისტროდ, რომელიც ანგრევს ყველაფერს.
ეს არის არაკონსტიტუციური უკანონო გადატრიალება, რადგან იმ ფუნქციების კუთხით, რასაც ამჟამად ერმაკის ოფისი ახორციელებს, ამისთვის მას არავითარი კონსტიტუციური და კანონიერი უფლებამოსილება არ გააჩნია. მან მიითვისა ეს უფლებამოსილებები, საგარეო ოფისი, თავდაცვის სამინისტრო, თითქმის ყველაფერი. ეს არის არაკონსტიტუციური გადატრიალება," - ამბობს შვეცი