27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა, უკრაინის უცხოური ვალუტის საკრედიტო რეიტინგი შერჩევით და შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირეს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა "ეს ენდ ფი გლობალმა" და "ფითჩმა", უკრაინის უცხოური ვალუტის საკრედიტო რეიტინგი შერჩევით და შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირეს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაცია პრობლემატურია.

როგორც სარეიტინგო სააგენტოში აცხადებენ, რესტრუქტურიზაციის გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით და მათი კრიტერიუმების შესაბამისად, ტრანზაქციას პრობლემურად განიხილავენ და იგი დეფოლტის ტოლფასია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მიმიდნარე წელს უკრაინას, შესაძლოა, 35-45 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდეს, ხოლო ყოველთვიური ბიუჯეტის დეფიციტი 5 მილიარდი დოლარი იყოს.

დღის ამბები