იმერეთის რეგიონში მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა. სოფელ პირველ სვირში, კაკლის ბაღი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 18 ათასამდე ჰექტარზეა გაშენებული.