უნგრეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო, – ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ტომაშ მენცერი ავრცელებს.
მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს მიერ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, "გაზპრომმა" დაიწყო უნგრეთში უფრო მეტი ბუნებრივი აირის მიწოდება, ვიდე ეს იყო გათვალისწინებული კონტრაქტით.
მენცერის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საშუალებით უნგრეთი დღე-ღამეში დამატებით 2,6 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირის მიიღებს.