27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
შესაძლებელი გახდება თუ არა ოკუპირებულ ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის პრევენცია - რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი სამიზნე კვლავ ზაპოროჟიეა

უკრაინაში რუსული აგრესია არ წყდება. ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე ისევ ზაპოროჟიეა.

რა მდგომარეობაშია ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ოკუპანტები სრულად აკონტროლებენ ? ინფორმაციის ვაკუუმის ფონზე საერთაშორისო ექსპერტები კატასტროფის პრევენციისთვის ზონის შესწავლას ითხოვენ, თუმცა კრემლიდან უარია.

რუსული არმია დღეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებას ცდილობდა, მაგრამ მცდელობა მცდელობად დარჩა - უკრაინელმა სამხედროებმა მტრის შეტევა, ზუსტი წერტილოვანი დარტყმების საშუალებით მოიგერიეს.

რუსების სამიზნეა ხარკოვისა და დონეცკის ოლქიც. მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას აგრესორები მიზანმიმართულად აგრძელებენ.

დღის ამბები