სარფში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდეები და არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი. ახალი გზა სოფლებს, ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს, ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.
გზის რეაბილიტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გზების დეპარტამენტის და ხელვაჩაურის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.