27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმის ფაქტს ირანში გამოეხმაურნენ

ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმის ფაქტს  ირანში გამოეხმაურნენ.

თეირანში ადგილობრივები სამართლიანობის გამარჯვებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ისინი, ვინც მუსლიმთა სიწმინდეებს შეურაცხყოფენ, ადრე თუ გვიან დაისჯებიან.

როგორც ცნობილია, მწერლის წიგნის "ეშმაკეული აიების" გამოსვლამ რუშდის მიმართ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ირანის გარდაცვლილმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინმა 1989 წელს გამოსცა ფატვა, იგივე ედიქტი, რომლითაც მწერლის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.

ირანის ოფიციალური პირები მომხდარზე ჯერჯერობით საჯარო კომენტარს არ აკეთებენ.

სალმან რუშდის ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ, მას 15-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ დროისთვის სალმან რუშდის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კონტაქტური არაა. მწერალმა შესაძლოა ერთი თვალი დაკარგოს. 

დღის ამბები