27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში გამოსვლისას თავს დაესხნენ

ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, რომელსაც "ეშმაკეული აიების" დაწერის გამო წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ, ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ მივარდა სცენაზე მდგომ რუშდის მამაკაცი და მას მუშტით ან დანით თავს დაესხა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ მირბიან სცენისკენ ღონისძიების მონაწილეები ინციდენტის შემდეგ.

თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ 75 წლის მწერალმა სცენიდან გასვლა დარბაზში მყოფი პირების დახმარებით შეძლო და თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია. ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება სცენის კედელზე და სკამზე, სადაც რუშდის თავს დაესხნენ, სისხლის წვეთები ჩანს.

ამ ეტაპზე მწერლის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები