საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0073-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7089 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0036-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7880 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0131-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.2829 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0004-ით გაუფასურდა . ლირის ღირებულება 0.1508 ლარი გახდა.